სიახლეები

C ლიცენზიის მესამე ჯგუფის მეორე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე, 4-6 აპრილს უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მესამე ჯგუფის მეორე მოდული გაიმართა.

მოდულის ფარგლებში მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: კურსის ფილოსოფია, სავარჯიშო მეთოდოლოგია, ტექნიკის სწავლების მეთოდიკა, ვარჯიში მოდელის მიხედვით, დაგეგმარება და სხვა მნიშვნელოვანი საბაზისო საკითხები.

C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 24 მონაწილე ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.