სიახლეები

B ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

დავით პეტრიაშვილი არენაზე, 12-14 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში, ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია შემდეგ თემებზე მიიღეს: თამაშის წესები, პოზიტიური და ნეგატიური გადასვლა, გამძლეობა.

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა წარადგინეს სავარჯიშო გეგმის პრეზენტაცია და მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ სესიებში და ტესტირებაში.

შეგახსენებთ, რომ კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და საგანმანათლებლო პირამიდის მეორე საფეხურია, რომელიც, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგება.