სიახლეები

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში 2022 - სასწავლო კურსი გაიხსნა

სფფ
გაუზიარე

„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ - სასტუმრო ჰილტონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ ორგანიზებული პროგრამა დაიწყო.

2022 წლის კურსზე 32 მონაწილე ირიცხება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კურსის მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.  

პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება და განკუთვნილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისთვის.

პროგრამა 6 მოდულისგან შედგება:

მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა

•    ფეხბურთი - თამაში და სპორტის სახეობა
•    მსოფლიო ფეხბურთის პირამიდა და ევროპული ფეხბურთის ღირებულებები
•    ეროვნული ფედერაციების შიდა პირამიდული სტრუქტურა
•    მარეგულირებელი დოკუმენტები
•    ფეხბურთი, როგორც სიცოხლისუნარიანი მდგრადი ბიზნესი

სტრატეგიული მართვა

•    სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
•    ბიზნეს მოდელი და ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიობის უზრუნველყოფა
•    ეფექტიანობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება

მარკეტინგი და სპონსორობა

•    მოტივაციის კონცეფცია
•    წახალისება/ბონუსები/პრემიები
•    ორგანიზაციული სტრუქტურა
•    ძირითადი ფინანსური დოკუმენტები, ფინანსური მაჩვენებლები და ფინანსური ოპერაციები
•    სერვისების შემუშავება და ორგანიზება

ოპერაციული მართვა

•    დაინტერესებული მხარეების ღირებულებები და ინტერესები (სპონსორები, მომხმარებლები, სპორტსმენები)
•    ბრენდინგი
•    ორგანიზაციის პრომოუშენი

მედია და საზოგადობასთან ურთიერთობა

•    საკომუნიკაციო არხები
•    აქტივობების პიარი და გავლენა სტრატეგიულ პიარზე
•    კრიზისული სიტუაციების მართვა
•    რეპუტაციის მართვა

ღონისძიებების მართვა

•    ღონისძიების მენეჯმენტი
•    სტადიონების ინფრასტრუქტურა და მისი მოვლა
•    უსაფრთხოების ნორმები და წესრიგის დაცვა

კურსის ფინალური გამოცდები 2022 წლის 15-16 სექტემბერს ჩატარდება, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი 17 სექტემბერს გაიმართება.