სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე B ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული გაიმართა.

პროცესში 20 ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობდა, მათ შორის ორი გოგონა. საგამოცდო მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. 

რამდენიმე თვიანი ინტენსიური სწავლება უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად თეორიულ და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. 

მონაწილეებმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს გამოცდა, სპეციალურ ღონისძიებაზე საერთაშორისო ლიცენზიები გადაეცემათ.