სიახლეები

C ლიცენზიის კურსის მეორე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 22-24 ივნისს, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. კურსის პრაქტიკულ ნაწილს ტექნიკურმა ცენტრმა ბასამ უმასპინძლა. 

მოდულის ფარგლებში, მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: მცირე რიცხვები 1x1 - 2x2, ვარჯიში მოდელის მიხედვით U10, კოორდინაცია-სტაბილიზაცია, მეკარის ტექნიკური მომზადება. 

C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 25 მონაწილე ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.