სიახლეები

C ლიცენზიის კურსის მესამე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 19-21 ივლისს, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მეოთხე კურსის მესამე მოდული გაიმართა. 

მოდულის ფარგლებში მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: პირველადი დახმარება, უსაფრთხოება/მედია, რონდოს ფილოსოფია, ვარჯიში მოდელის მიხედვით U12, 5x5 – 9x9 მეთოდოლოგიური გადასვლა, 11x11 საფუძვლები. მოდულის თეორიულ ნაწილს „დავით პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა, ხოლო პრაქტიკულს - ტექნიკურმა ცენტრმა „ბასამ“. 

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 25 მონაწილე ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.