სიახლეები

მეკარეების მწვრთნელებს უეფას B ლიცენზიები გადაეცათ

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის 2021 წლის კურსის მსმენელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, შესაბამისი ლიცენზიები გადაეცათ. 

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში მონაწილებას იღებდნენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებსი მწვრთნელები, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები. სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. 

აღნიშნული ჯგუფი უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის პირველი გამოშვებაა. ამასთან, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციას უეფას მწვრთნელთა კონვენციაში შესაბამის დონეზე წევრობა მიენიჭა.  

უეფას მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიების გადაცემის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე და უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების ექსპერტი, მარტ პუმი ესწრებოდნენ.