სიახლეები

უეფას B ლიცენზიის კურსზე ყოფილი ფეხბურთელებისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

სფფ-ის ტექნიკურმა დეპარტამენტმა, მონაწილეთა თხოვნით, რეგისტრაცია გაახანგრძლივა უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე ყოფილი ფეხბურთელებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი, უეფას მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად, გეგმავს უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსს ყოფილი ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟი გააჩნიათ.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს რეგისტრაცია შეეძლოთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა მონაწილეთა და კანდიდატების თხოვნის საფუძველზე აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისად შეიცვალა კურსის დაწყების თარიღიც, რომელმაც 18 ოქტომბრისთვის გადაიწია. 

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ, რომლის შემდეგაც გაიმართება გასაუბრება სფფ-ის მწვრთნელთა განათლების და პროფესიული განვითარების განყოფილებასთან და მხოლოდ ამის შემდგომ დაიშვება კანდიდატი სწავლებაზე.