სიახლეები

უეფას A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. 

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: მეკარის პროფილი და ფილოსოფია, შეტევა (ზონა 2), თავდაცვა (ზონა 2), გამძლეობა. კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მოდულის თეორიულ ნაწილს დავით პეტრიაშვილის არენამ უმასპინძლა, ხოლო პრაქტიკული ნაწილი თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში ჩატარდა. 

კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. A ლიცენზიის კურსზე 20 მონაწილე ირიცხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.