სიახლეები

საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა სფფ-ში

საქართველოს თასი
გაუზიარე

19 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

წილისყრაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი, ლიგა 3-ის ერთი და ლიგა 4-ის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 12 ოქტომბერს გაიმართება.