სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი იწყება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი, უეფას მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად და უეფას ტექნიკური განვითარების განყოფილებასთან წინასწარი შეთანხმებით, გეგმავს მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსს. 

აღნიშნული სასწავლო კურსი საქართველოში პირველად გაიმართება და იქნება ფეხბურთელებისათვის, რომლებსაც განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟი გააჩნიათ, შესაბამისად მონაწილეები უეფას მწვრთნელთა კონვენციით (მუხ. 25, 26, 27) დადგენილი სპეციალური წესით შეირჩევიან. კერძოდ, კანდიდატი დაიშვება სწავლებაზე იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ნათამაშები აქვს მინიმუმ 10 თამაში საქართველოს ეროვნულ (A) ნაკრებში 
  • იყო საქართველოს ეროვნული (A) ნაკრების წევრი მინიმუმ 7 წლის განმავლობაში
  • შეუსრულდა, ან სწავლების პერიოდში უსრულდება 30 წელი 

მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ბმულზე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.