სიახლეები

დავით მუჯირი ლიეტუვის საფეხბურთო ფორუმზე

სფფ
გაუზიარე

16 ოქტომბერს, კაუნასში, ლიეტუვის ფეხბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საფეხბურთო ფორუმი გაიმართა. 

ღონისძიებაში, სპეციალური მიწვევით, მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიიღო. ფორუმს ესწრებოდნენ ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სპორტის მინისტრი მოადგილე, პარლამენტის წევრები და უეფას ნაციონალური ასოციაციების დირექტორის მოადგილე ტიერი ფავრი. 

დავით მუჯირი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ქართული ფეხბურთის ფონდის და ინფრასტრუქტურული პროექტების მაგალითზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მოდელზე ისაუბრა. 

ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივად განხორციელების წარმატებულ მაგალითად სფფ-ის აკადემიები და საფეხბურთო ცენტრები დასახელდა, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით და ფიფას ფორვარდისა და უეფას ჰეთ-თრიკის პროგრამის ფარგლებში აშენდა. ხაზი გაესვა მომავალ წელს საქართველოში გასამართ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოს ჩართულობას ფინანსური მხარდაჭერის სახით, რაც ქვეყანას მოუტანს მრავალფეროვან საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, რომლითაც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი კლუბები ისარგებლებენ.

ფორუმის დასრულების შემდეგ, დავით მუჯირმა შეხვედრა გამართა და გამოცდილება გაუზიარა ლიეტუვურ კლუბებს.