სიახლეები

უეფას B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის მიმდინარე წლის რიგით მეორე Refresh კურსს გეგმავს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2022 წლის ბოლომდე ეწურება.

კურსებთან დაკავშირებით, რომლებიც 5, 6 (Refresh B) და 8, 9 (Refresh A) დეკემბერს გაიმართება, კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.