სიახლეები

მიმდინარეობს რეგისტრაცია Refresh კურსზე უეფას PRO ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსს გეგმავს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.

უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის PRO ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2022 წლის ბოლომდე ეწურება.

კურსთან დაკავშირებით, რომელიც 28-29 დეკემბერს გაიმართება, კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.