სიახლეები

„ფეხბურთი ყველას“ - ფესტივალის გამარჯვებული ნორჩი იუნკერები არიან

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

კვირას, 13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე მდებარეობს, პროექტ „ფეხბურთი ყველას“ ფარგლებში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“ ერთობლივი პროექტია და 2016 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.

სამდღიან ფესტივალში მონაწილეობას ქუთასის, თერჯოლის, ღვანკითის, აკეთისა და თბილისის ბავშვთა სახლების და სოციალურად დაუცველ ბავშვთა გუნდები, ასევე მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

ფსტივალის გამარჯვებული ღვანკითის გუნდი, ნორჩი იუნკერები გახდა. მეორე ადგილზე ქუთაისის გუნდი გავიდა, ხოლო მესამეზე - თბილისის კარიტასის ბავშვთა სახლის გუნდი. 

ფესტივალის დასრულებისას დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და პატარა ფეხბურთელებს პრიზები სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“-ის დირექტორმა, ნიკოლოზ კაპანაძემ გადასცეს.