სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი დიდ დიღომში

სფფ
გაუზიარე

24 ნოემბერს, 16:00 საათზე დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გახსნა.

გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან სფფ-ის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით.

საფეხბურთო ცენტრი სფფ-ის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ ტერიტორიაზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას სრულად უზრუნველყოფს ფეხბურთის ფედერაცია.

მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისის 4 უბანში, მათ შორის, ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში და ვარკეთილში.

მისამართი: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 14ა.