სიახლეები

Refresh კურსი A და B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 5-6 და 8-9 დეკემბერს, უეფას მწვრთნელთა განათლების A და B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა.

A ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა კურსის მიმდინარეობისას ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, სტანდარტული სიტუაციები, შეტევა (ზონა III), რონდოს ფილოსოფია, მეკარის მომზადება, ანალიტიკა, სპეციფიური კოორდინაცია.  

B ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა კურსის მიმდინარეობისას ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, სტანდარტული სიტუაციები, შეტევა (ზონა II-III), რონდოს ფილოსოფია, კოორდინაცია, მეკარის ტექნიკური მომზადება, მოედნის „სკანირება“, სფფ-ის აკადემიის სტრუქტურა. 

კურსის თეორიულ ნაწილს „დავით პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა, ხოლო პრაქტიკულ სესიებს სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრმა.  

Refresh კურსი A ლიცენზიის 19-მა და B ლიცენზიის 60-მა მფლობელმა გაიარა.