სიახლეები

მეკარეების მწვრთნელების B ლიცენზიის კურსის მესამე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

12-14 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის მესამე, დასკვნითი მოდული გაიმართა.

მოდულის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: ფიტნესი, მცირე რიცხვები და მეთოდოლოგიური გადასვლა, 1x1 მეკარის თამაში და მცველებს ზურგს უკან სივრცის დაცვა, დაგეგმარების მეთოდოლოგია, ბურთის ამოტანა. 

სასწავლო კურსის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო, უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების ექსპერტმა მარტ პუმმა.

მეკარეთა მწვრთნელების განათლების კურსი სფფ-ის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მონაწილეებისთვის სრულიად უფასოდ გაიმართა. აღნიშნული კურსი ჩვენს ქვეყანაში მეორედ ტარდება. 

თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უეფა-ს B ლიცენზიას. კურსზე 20 მონაწილე ირიცხება.