23-დან 26 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის ბოლო, მეოთხე მოდული გაიმართა.
მოდულის მიმდინარეობისას ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: პოზიტიუი გადასვლა, სისწრაფე, ნეგატიური გადასვლა, ფსიქოლოგია.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი ოთხი 4-დღიანი მოდულისგან შედგებოდა, რაც უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია.
კურსზე 22 მონაწილე ირიცხებოდა, რომლებიც პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიის მფლობელები გახდებიან.
ამჟამად, მიმდინარეობს ბ ლიცენზიის კიდევ ერთი კურსი, ხოლო ახალ კურსზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჩვენი ვებგვერდის საშუალებით მოგაწვდით.