სიახლეები

ევრო 2023 | მიმდინარეობს სტიუარდთა მიღება

სფფ
გაუზიარე

ზაფხულში დაგეგმილი უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, სტიუარდთა მიღება მიმდინარეობს. 

28 იანვარს, კანდიდატების პირველ ნაკადთან გასაუბრების ეტაპი ჩატარდა და უახლოეს მომავალში ისინი შესაბამის ტრენინგებში ჩაერთვებიან. კანდიდატებს ჩაუტარდებათ უეფას სასწავლო პროგრამის მიხედვით შედგებნილი სემინარები, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

შერჩეულ სტიუარდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ორგანიზებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრები. გარდა ევროპის ჩემპიონატისა, სტიუარდები სფფ-ის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაერთვებიან. სტიუარდთა სამსახური ანაზღაურებადია.

სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.