სიახლეები

აკრედიტაცია სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო რადისონში გაიმართება.

ყრილობის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხზე შემოგთავაზებთ. მედიისთვის კომენტარები ყრილობის დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 3 თებერვლის 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: [email protected], მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. 

ღონისძიებაზე დასასწრები აკრედიტაციები 4 თებერვალს, 11:00 საათიდან, სასტუმრო რადისონში გაიცემა.