სიახლეები

სტიუარდთა შერჩევის პროგრამის პირველი გამოშვება დასრულდა

სფფ
გაუზიარე

5 თებერვალს, სასტუმრო მოხალისეში, ზაფხულში დაგეგმილი უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის სტიუარდთა შერჩევის პროგრამის წლის პირველი გამოშვება დასრულდა. 

სემინარის მონაწილეებს ინფორმაცია უეფას სასწავლო პროგრამის მიხედვით მიეწოდათ. სემინარის დასრულების შემდეგ, სასწავლო პროგრამის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა.

შერჩეულ სტიუარდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრები. გარდა ევროპის ჩემპიონატისა, სტიუარდები სფფ-ის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაერთვებიან. სტიუარდთა სამსახური ანაზღაურებადია. 

სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.