სიახლეები

ქალთა ზამთრის თასი ფუტსალში - სფფ-ში ახალი ტურნირის წილისყრა გაიმართა

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

8 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფუტსალში, ქალთა ზამთრის თასის სადებიუტო სეზონის წილისყრა გაიმართა. ტურნირი სფფ-ის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. 

გათამაშები 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც დასავლეთის და აღმოსავლეთის ჯგუფებში გადანაწილდნენ. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მომდევნო ეტაპზე ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდები გადავლენ. 

მეოთხედფინალურ წყვილებს ჯგუფებში პირველ-მეორე და მესამე-მეოთხე წყვილების გამარჯვებულები დააკომპლექტებენ. მეოთხედფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები ნახევარფინალში გამოავლენენ ფინალისტების საგზურს. 

დასავლეთი 

1. ფენიქსი ზუგდიდი - გორი იუნაიტედი

2. კოლხეთი ხობი - მართვე ქუთაისი

3. ივერია ხაშური - რაჭა 2020 

4. ელიტა 2 - ქსკ ბათუმი

აღმოსავლეთი

1. სამღერეთი - ეძანი

2. სამეგრელო - ელიტა 2021

3. ნორჩი დინამო - დინამო სოხუმი

4. კვარტალი - დიდგორი

დასავლეთის ჯგუფის მატჩები ქუთაისში გაიმართება, ხოლო აღმოსავლეთის ჯგუფი და ფინალი - თბილისში. გათამაშება სტარტს 15 თებერვალს აიღებს.