სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი სპორტული კომენტატორის და მწვრთნელის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო. 

ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან მუშაობდა სპორტულ კომენტატორად. 1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში იმედში, სპორტულ რადიოში ჯაკოში. იყო საზოგადოება დინამოს მწვრთნელი. 1990 წლიდან იყო საკალათბურთო კლუბ მაქაბის პრეზიდენტი, ხოლო 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი.

1998 წელს, ჯამლეტ ხუხაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის. 2004 წელს დასახელდა საუკეთესო სპორტულ კომენტატორად, 2012 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქედ, 2014 წელს - სპორტის დამსახურებულ მოღვაწედ. 

ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს.