სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი, ილია კერძევაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო. 

ილია კერძევაძეს არაერთი ქართული კლუბის შემადგენლობაში უთამაშია. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებთა წევრი. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს