სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციასა და კრისტალბეთს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება

სფფ
გაუზიარე

26 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია კრისტალბეთს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება. 

ღონისძიება სასტუმრო შერატონში, 12:00 საათზე დაიწყება. ხელშეკრულებას ხელს სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და კომპანია კრისტალბეთის აღმასრულებელი დირექტორი, ჯაბა პეიტრიშვილი მოაწერენ. 

ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, კრისტალბეთი საქართველოს ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის და ლიგ 4-ის მხარდამჭერი და სახელის სპონსორი ხდება. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2 წლის ვადით გაფორმდება. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კომპანია კრისტალბეთთან 2019 წლიდან თანამშრომლობს.