სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 1-3 მაისს, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული გაიმართა. 

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სწორი კვება, საკვები დამანატები, სტანდარტულები, ტრავმების პრევენცია, მენეჯმენტი. 

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი ექვსი მოდულისგან შედგებოდა. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. A ლიცენზიის კურსზე 20 მონაწილე ირიცხება.

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.