სიახლეები

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი რეგიონებში

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონებში C ლიცენზიის კურსის ჩატარების პირველი ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება ცხადდება აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში.

კურსის გავლის მსურველ კანდიდატებს ვთხოვთ დაუკავშირდნენ შესაბამის რეგიონულ ფედერაციას რეგისტრაციისა და კურსზე მოსახვედრი აუცილებელი დოკუმენტაციის მიწოდების მიზნით.  

რეგისტრაცია აღნიშნულ კურსებზე შესაძლებელი იქნება 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით, ხოლო სწავლება ივლისში გაიმართება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ სფფ-ის რეგიონულ ფედერაციებს.