სიახლეები

ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მეორე გამოცდაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

სფფ
გაუზიარე

ფიფას ფეხბურთის აგენტების ლიცენზიის მისაღებ რიგით მეორე გამოცდისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს. სარეგისტრაციო პერიოდი 31 ივლისამდე გაგრძელდება. გამოცდა 20 სექტემბერს გაიმართება. 

ფიფას ფეხბურთის აგენტების ახალი დებულების თანახმად, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან ფეხურთის აგენტის საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულო ხდება ფიფას შესაბამისი ლიცენზიის ფლობა. 

ინფორმაცია გამოცდაზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმულზე.

პირები, რომლებსაც წარსულში აქვთ მოპოვებული ფიფას მოთამაშეთა აგენტის ლიცენზია, გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ ახალი ლიცენზიის მიღებას. ამისთვის მათ ფიფას აგენტების პლატფორმაზე (agents.fifa.com) 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი და დააკმაყოფილონ დებულებაში წარმოდგენილი მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, სფფ-ის ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების განყოფილების ორგანიზებით, სასტუმრო ჰილტონში, ფიფას ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების პირველი გამოცდა გაიმართა. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე - [email protected]