სიახლეები

ტუტორთა ლიცენზიის კურსი დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

19 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე მწვრთნელთა განათლების ტუტორთა ლიცენზიის კურსი გაიმართა.

კურსის მიმდინარეობისას, მონაწილეებს 2-6 აპრილს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში ჩატარებულ უეფას მეკარეების მწვრთნელთა სემინარზე მიღებული ინფორმაცია მიეწოდათ.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: მეკარეების მწვრთნელთა განათლება, მეკარეების განვითარება თანამედროვე ფეხბურთში, თამაშის სტრუქტურა, მეკარეების ჩართულობა, სათამაშო სიტუაციის ანალიზი, სიტუაციური ანალიზი, ურთიერთმოქმედება სტაფში. კურსში 16 ტუტორი მონაწილეობდა.