სიახლეები

სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

საქართველოს თასი
გაუზიარე

15 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

წილისყრაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ექვსი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ერთი და კრისტალბეთ ლიგა 3-ის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 24 ოქტომბერს, ხოლო ნახევარფინალური შეხვედრები 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს თასის ფინალური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.