სიახლეები

მსაჯთა შეკრება დავით პეტრიაშვილი არენაზე

მსაჯები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილის არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მსაჯთა შეკრება გაიმართა. 

სამდღიანი შეკრების ფარგლებში, მსაჯებს ჩაუტარდათ ტესტირება თამაშის წესების შესახებ და VAR-ის პროტოკოლის ტესტი. ამასთან, მსაჯებმა გაიარეს ტესტირება ფიზმომზადების დონეზე და შედეგებიდან გამომდინარე, მიიღეს ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა. 

შეკრების ფარგლებში ასევე ჩატარტა VAR სიმულაციები და პრაქტიკული სესიები მოთამაშეების ჩართულობით.