სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსმა აიღო სტარტი

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყო. 17-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, კურსის პირველი მოდული ჩატარდა.  

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, შეტევაში თამაშის ორგანიზება, თავდაცვა, რონდოს ფილოსოფია, მეკარის ტექნიკური მომზადება. კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. კურსი ოთხ მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. B ლიცენზიის კურსზე 25 მონაწილე ირიცხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

კურსზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯამში 3 ახალი სასწავლო კურსის დაწყება გადაწყდა. B ლიცენზიის მეორე კურსი მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო მესამე კურსი -  2024 წლის იანვარში აიღებს სტარტს.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ