სიახლეები

C ლიცენზიის კურსი რაჭა-ლეჩხუმ ზემო სვანეთის რეგიონში დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით და რაჭა-ლეჩხუმ ზემო სვანეთის  რეგიონული ფედერაციის ჩართულობით ჩატარებული უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ამბროლაურში დასრულდა. 

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიები 18 ლიცენზიის მაძიებელს გადაეცა.

აღნიშნული კურსები საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.