საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მეორე კურსი დაიწყო. 31-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, კურსის პირველი მოდული გაიმართა.
მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, შეტევაში თამაშის ორგანიზება, თავდაცვა, რონდოს ფილოსოფია, მეკარის ტექნიკური მომზადება. კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. კურსი ოთხ მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. B ლიცენზიის კურსზე 25 მონაწილე ირიცხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
კურსზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯამში 3 ახალი სასწავლო კურსის ჩატარება გადაწყდა. შეგახსენებთ, რომ პირველი კურსი 20 ოქტომბერს დაიწყო, მესამე კურსი კი, 2024 წლის იანვარში აიღებს სტარტს.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ