სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია გრძელდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა. 

კალნდარული ცვლილებების გათვალისწინებით, სექტმებერში დაგეგმილ Pro ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაცია ფორმა. 

შეგახსენებთ, რომ Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების პირამიდის უმაღლესი საფეხურია. ამ სასწავლო კურსზე დარეგისტრირებულ მსურველებს სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან, კანდიდატები ასევე გაივლიან გასაუბრებას.

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.