სიახლეები

B ლიცენზიის მეორე კურსის მეოთხე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 29 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მეორე კურსის მეოთხე მოდული ჩატარდა. მოდული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.

კურსის მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მაღალი მოთხოვნის გამო, B ლიცენზიის ერთდროულად სამი კურსი მიმდინარეობს.