საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 20-22 მაისს, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული გაიმართა.
მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: მენეჯმენტი, სტანდარტული სიტუაციები, ტრავმების პრევენცია, თამაშის წესები, სწორი კვება.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი ექვსი მოდულისგან შედგება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. A ლიცენზიის კურსზე 21 მონაწილე ირიცხება.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.