სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ქუთაისში

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 8-11 აპრილს, ქუთაისში, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო. 

დასავლეთ საქართველოში მწვრთნელთანა განათლების C ლიცენზიის კურსის პირველ მოდულს, რომელზეც 30 მსმენელია დარეგისტრირებული, სფფ-ის ქუთაისის ტექნიკურმა ცენტრმა უმასპინძლა. 

პირველი მოდულის მსვლელობისას, კურსის მონაწილეებს სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი შეხვდნენ და წარმატება უსურვეს.  

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.