28 აპრილს, 14:00 საათზე, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში (ვიქტორ კუპრაძის და იოთამ ზედგინიძის ქუჩების კვეთა) განახლებული მოედანი გაიხსნება.
მოედანს რეაბილიტაცია ფიფას პროექტის, „ფიფა არენას“ ფარგლებში ჩაუტარდა. ანალოგიური მოედანი ასევე განახლდება სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში.
ფიფას პროექტის ფარგლებში, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მოედანზე უმაღლესი ხარისხის ხელოვნური საფარი დაიგო.
ვარკეთილის განახლებულ სტადიონს სფფ-ის მენეჯმენტთან ერთად, ფიფას წევრი ასოციაციების ხელმძღვანელი, ელხან მამადოვი და პროექტის "ფეხბურთი სკოლებში" მენეჯერი, ნიკო ნუვანასაკი დაათვალიერებენ. სტუმრები თბილისს სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ესტუმრებიან.
განახლებულ მოედნებს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები და პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“ ჩართული გუნდები გამოიყენებენ.
საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც “ფიფა არენას”პროექტის ფარგლებში ახალი მინი-მოედანი გაიხსნება.