სიახლეები

უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 22-24 აპრილს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრს ბასაზე უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა.

მოდულს უეფას ფიტნეს ინსტრუქტორი რემიკ რჟეპკა და უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების ექსპერტი, მარტ პუმი ესწრებოდნენ. 

კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. A ლიცენზიის კურსი მეკარეების მწვრთნელთა განათლების უმაღესი საფეხურია სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.

მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.