სიახლეები

მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 1 და 2 ივნისს გაიმართა უეფას B+A სამწვრთნელო ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის. 

მოდულის ფარგლებში მოხდა განვლილი მოდულების რეფლექსია, მომზადდა პრაქტიკული სავარჯიშო სესია კონკრეტული ვიდეო ეპიზოდებიდან გამომდინარე და მოხდა რონდოს ფილოსოფიის გაცნობა. 

აღნიშნული კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, კურსის მსმენელებს საშუალება ეძლევათ გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება.