საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის ორი კურსი გრძელდება.
19-22 მაისს და 3-6 ივნისს კურსის მეოთხე მოდული გაიმართა. კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თითოეულ კურსზე 25 მსმენელი ირიცხება. მესამე მოდულს სასტუმრო ბომონდ გარდენმა უმასპინძა.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.