სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მეოთხე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას Pro ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული მიმდინარეობს. 

მოდული უმაღლესი დონის საფეხბურთო შეჯიბრებას ეხება და სლოვაკეთში ტარდება, სადაც კურსის მსმენელებს საშუალება აქვთ დაესწრონ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მატჩებს და მოამზადონ თამაშების ტექნიკურ-ტაქტიკურ ანალიზი. მეოთხე მოდულს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი დაესწრო და კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

PRO ლიცენზიის მიმდინარე კურსში მონაწილეობენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბის მწვრთნელები. კურსზე, რომელიც 8 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, 21 მონაწილე ირიცხება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატების დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შეუძლიათ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.