სიახლეები

სუპერთასი 2025 | ტორპედომ მესამე ადგილისთვის მატჩში იბერია 1999 დაამარცხა

გაუზიარე

დავით პეტრიაშვილი არენაზე საქართველოს სუეპრთასის მესამე ადგილისთვის მატჩში ქუთაისის ტორპედომ იბერია 1999 დაამარცხა. 

მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც ტორპედომ 3:2 გაიმარჯვა.

საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა სპაერსა და გორის დილას შორის 2 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. მატჩს დავით პეტრიაშვილი არენა უმასპინძლებს. პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube არხზე შემოგთავაზებთ.