სიახლეები

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩებზე

გაუზიარე

10 ივლისს, უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის ტორპედო- ბელაზი ჩრდილოეთ მაკედონიის რაბოტნიჩკს დაუპირისპირდება. მატჩი უნგრეთში გაიმართება. 
უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, მეოთხე მსაჯის ფუნქციას ირაკლი კვირიკაშვილი შეასრულებს.
აღნიშნული შეხვედრა უნგრეთში, სომბატეის ჰალადაშის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. 


ქართველი მსაჯები უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ ერთ მატჩს მოემსახურებიან. 
ბოსნია-ჰერცეგოვინის ბორაცისა და ანდორას სანტა კოლომას დაპირისპირებას მთავარი მსაჯის რანგში გიორგი ავაზაშვილი მოემსახურება. ასისტენტები ზაზა ფიფია და გიორგი ელიკაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე კი კობა რევაზაშვილი იმუშავებს. 
მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბანია ლუკას სტადიონზე 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.