სიახლეები

ირაკლი ნაკაიძე უეფას ქალთა ევროპის ჩემპიონატზე

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ნაკაიძე, უეფას დელეგატის სტატუსით, უეფას ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მუშაობს. 
ქალთა ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 2-27 ივლისს იმართება, შვეიცარიის რვა ქალაქი მასპინძლობს.

ტურნირის ფარგლებში, ირაკლი ნაკაიძე დელეგატად ჯგუფური ეტაპის სამ მატჩზეა დანიშნული, მათ შორის: 

  • 4 ივლისი, დანია-შვედეთი
  • 7 ივლისი, პორტუგალია-იტალია
  • 10 ივლისი ფინეთი-შვეიცარია.

ამას გარდა, სფფ-ის წარმომადგენელი მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ მატჩებზეც იმუშავებს.  


უეფას ქალთა ევროპის ჩემპიონატი ევროპული ქალთა საფეხბურთო კალენდრის  მთავარი სანაკრებო ტურნირია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და მონაწილეობას ევროპის უძლიერესი ნაკრები გუნდები იღებენ. წელს საუკეთესოს ტიტულისთვის 16 ნაკრები იბრძვის.
სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია მუშაობს უეფას დელეგატად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე.