19 ივლისს, ბათუმის ქვიშის არენაზე, ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მეორე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.
საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან გამარჯვების შემდეგ მეორე შეხვედრა შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი მეტოქის გამარჯვებთ დასრულდა - 3:12. შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი ლევან ფარტენაძემ შეასრულა, ერთი გოლი კი გოჩა მახარაძის ანგარიშზეა.
ტურნირის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 ივლისს, მსოფლიო გრანდის, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
19 ივლისი | დღის შედეგები
- ბელარუსი 6:1 გერმანია
- პორტუგალია 2:0 ესტონეთი
- ჩეხეთი 6:5 თურქეთი
- საქართველო 3:12 შვეიცარია
20 ივლისის განრიგი | ბათუმის ქვიშის არენა
- 16:30 შვეიცარია - ესტონეთი
- 18:00 ბელარუსი - ჩეხეთი
- 19:30 გერმანია - თურქეთი
- 21:00 საქართველო - პორტუგალია
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებენ. დასწრება თავისუფალია.