საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელის, ზურაბ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
საკლუბო დონეზე, ზურაბ გელაშვილს სხვადასხვა დროს ქუთაისის ტორპედოს, რუსთავის მეტალურგის, გურიას, საპოვნელას, ზუგდიდის, მეშახტეს, ზესტაფონის და სამცხეს შემადგენლობაში უთამაშია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს და ვიზიარებთ ამ უდიდეს დანაკარგს.
