სიახლეები

მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომელსაც გააჩნია ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა და მინიმუმ უეფა-ს მოქმედი „C“ ლიცენზია.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე შეეძლებათ.

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.